en
ge

რეგიონის განვითარების ცენტრი

რეგიონის განვითარების ცენტრი

სამყარო გლობალურია, ცხოვრება ლოკალურია“ – ეს რეგიონის განვითარების ცენტრის სლოგანია. მათ სჯერათ, რომ გლობალური განვითარება ლოკალურად გადადგმული ნაბიჯებით იწყება. სწორედ ამიტომ, 2012 წელს ჯიპას თვითმმართველობის პროგრამის ლექტორებმა გადაწყვიტეს, გაეერთიანებინათ ადამიანები, რომლებიც რეგიონების განვითარებაზე მანამდე დამოუკიდებლად ზრუნავდნენ. რა უჭირთ, რა სჭირდებათ და როგორი აწმყო სურთ ადგილობრივებზე უკეთ არავინ იცის, ორგანიზაციის ხედვაც ასეთია - მოსახლეობის მეტი ინკლუზია და მონაწილეობა რეგიონის განვითარებაში. 

თელავის მუნიციპალიტეტში მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი სამუშაო ჯგუფი „ერთობა“ სწორედ ამ სულისკვეთებისაა. „ერთობა“ მესამე წელია მოსახლეობის მონაწილეობითა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით ადგილობრივ განვითარებას უწყობს ხელს. 

ალბათ, თავადაც ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ახალგაზრდების, ეთნიკური ჯგუფების, ქალებისა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობა. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მათ წახალისებასა და გააქტიურებაზე, რადგან, გლობალური ცვლილებები ლოკალურად, ადგილობრივი მოსახლეობის სწორი და აქტიური მონაწილეობით იწყება.

 გაეცანი მათ გვერდს და გაიგე მეტი მათი პროექტების შესახებ: https://www.facebook.com/RegionalDevelopmentCenter

მსგავსი პოსტები