en
ge

როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბავი?

როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბავი?

ყალბი ამბავი დამახინჯებული ან გაყალბებული ინფორმაციაა, მკითხველის შეცდომაში შეყვანით, გამავრცელებელი ცდილობს მოიპოვოს საინფორმაციო გავლენა სხვადასხვა მიზნის მისაღწევად.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

დომეინის სახელი – არ ენდოთ ვებ–გვერდების უჩვეულო დაბოლოებებს, როგორიც შეიძლება იყოს „.com.co”, “.co” ან სხვა. 

მისიის განაცხადი – შეამოწმეთ ვებ–გვერდის ჩანართი „ჩვენ შესახებ“. ინფორმაცია შეიძლება სატირულ სტილში იყოს დაწერილი და რეალობას არ ასახავდეს, ან საერთოდ არ ჰქონდეს ასეთი ინფორმაცია.

ავტორი – გსმენიათ თუ არა მისი სახელი და გვარი მანამდე? აქვს თუ არა მას სხვა სტატიები, სიუჟეტები მომზადებული და რა თემაზე? რა რეპუტაციით სარგებლობს ავტორი. 

ციტატები – გადამოწმეთ სწორად არის თუ არა მასალაში მითითებული ციტატის ავტორი ან ციტატა, ამავე დროს ისიც გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ციტატა და ავტორი სწორია, თუმცა იგი სხვა კონტექსტში იყო თქმული. 

წყაროები – დააკვირდით, არის თუ არა კონკრეტული ინფორმაცია შესაბამისი წყაროთი გამყარებული. გადაამოწმეთ თავად ეს წყაროებიც, არიან თუ არა ისინი სანდო? შეესაბამება თუ არა მოცემული ინფორმაცია პირველწყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას? პროპაგანდისტული ჯგუფები ხშირად მანიპულირებენ სტატისტიკით, ამიტომ მოიძიეთ სტატისტიკის წყარო, კვლევითი ორგანიზაცია და გადაამოწმეთ კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობა. 

ნუ წაიკითხავთ მხოლოდ სათაურს – ხშირად სათაური და მასალაში გადმოცემული ინფორმაცია ერთმანეთს არ შეესაბამება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სტატია სრულად წაიკითხოთ. 

გადაამოწმეთ თარიღი – ხშირად პროპაგანდისტული ჯგუფები, არსებული კონტექსტის შესაბამისად, ძველ ინფორმაციას ავრცელებენ, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.  გარდა ამისა, თარიღის გადამოწმება თავად ინფორმაციის გადამოწმებაშიც გვეხმარება. 

მოიძიეთ ინფორმაცია სხვა წყაროებშიც – შეამოწმეთ, ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყარო ავრცელებს, თუ ამის შესახებ სხვა მედია საშუალებებიც წერენ/აშუქებენ. მიაქციეთ ყურადღება, რამდენად სანდო და ავტორიტეტულია ის მედია, ვინც იდენტური მასალა გაავრცელა. ეს თქვენ დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რეალურია გავრცელებული ამბავი თუ ყალბი. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია 

წყარო: millab.ge

მსგავსი პოსტები