en
ge

რუსეთის ფინანსები საქართველოში

რუსეთის ფინანსები საქართველოში

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოს საზღვარი რუსეთის მრავალმა მოქალაქემ გადმოლახა. რას ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ ადამიანებისა და მათი ბიზნესების შემოდინება? არის თუ არა პროცესი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი?

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პროცესებს სწავლობენ და აკვირდებიან გაიგე მათი დაკვირვების შედეგები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი გაიზარდა. საქართველოს ბანკებში მათი ფინანსების სტატისტიკა ასეთია: 

  • 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შეადგენს 1,88 მილიარდ ლარს; 
  • რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე საქართველოსკომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ; 
  • 31 აგვისტოს მდგომარეობით კომერციულ ბანკებში აქტიური ანგარიშისმფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი დაახლოებით 60 ათასს აჭარბებს;

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების გავრცელების ინსტიტუტის კვლევა https://bit.ly/3RIp1Oa

საქართველოში შემოსული რუსული კომპანიების სტატისტიკა:

  • საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა; 
  •  მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა; 
  •  2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია;

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევა https://transparency.ge

რა გვასწავლა ოკუპანტ ქვეყანასთან მეზობლობამ: 

  • საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტი. მაგალითად 2006 წელს ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიწოდება შეგვიწყვიტა, შემდეგ საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო

დეტალები...

  • საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მცოცავი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად.

დეტალები... 

  • გაზრდილი რუსული ექსპორტი, რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის მასობრივი შემოდინება ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად აძლევს შესაძლებლობას, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას. 

დეტალები... 

მსგავსი პოსტები