მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მაწავლებელი უმნიშვნელოვანეს როლს რომ თამაშობს, ამის ნათელი მაგალითია სოლომონ დოდაშვილი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეჭირა თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიის მასწავლებელთა შორი.
ის დიდი სიფრთხილით უნერგავდა მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულსა და სამართლიანობის პრინციპების.
განსაკუთრებით ახლოს იყო ნიკოლოზ ბარათაშვილთან. Მომავალმა პოეტმა მისი დახმარებით შეისწავლა და გაითავისა ევროპული განმანათლებლობის ეპოქის არაერთი იდეა.
ვახტანგ ორბელიანი ხშირად ამბობდა: "ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოიწვრთნა სოლომონ დოდაშვილთანო".
სოლომონმა დააარსა ლიტერატურული წრე „ამხანაგობა“, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად დადიოდნენ დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანები და სხვა.
დოდაშვილი სამართლიანად ითვლება “თერგდალეულთა” წინამორბედადაც. შეიძლება ითქვას, რომ სოლომონმა საფუძველი ჩაუყარა მოსწავლეების სწორი, ეროვნული და ამასთანავე, გლობალური იდეებით აღზრდას, რომელთა გამოყენება თითოეულ მასწავლებელს დღესაც შეუძლია.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია