en
ge

საია ყოველწლიურად 30 000–მდე პირს უწევს კონსულტაციას

საია ყოველწლიურად 30 000–მდე პირს უწევს კონსულტაციას

„ყოველწლიურად 30 000–მდე ფიზიკურ პირს უწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორგანიზაცია ასობით პირს იცავს სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეებზე, საჭიროების მიხედვით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

90–იან წლებში ახალგაზრდა თანამოაზრეებმა, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონმდებლობის დახვეწა–შექმნის და კანონის უზენაესობის საკითხებზე, გადაწყვიტეს ფორმალური ხასიათი მიეცათ თავიანთი საქმიანობისთვის და1994 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაარსეს. მას შემდეგ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ახალგაზრდა იურისტებს ერთი მისია აერთიანებთ – „კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის!“

ორგანიზაციის ყველა აქტივობა და პროექტი ამ მისიის განხორციელებას ემსახურება. ამის დადასტურებაა 27 წლის განმავლობაში 3 ათასამდე წარმატებით დასრულებული საქმე საქართველოს საერთო სასამართლოებში. ასევე, ასობით დასრულებული და მიმდინარე საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.

საიას საქართველოს რეგიონებში 8 (ცენტრალურის ჩათვლით 9) ოფისი აქვს, რომელთა თანამშრომლები ყოველწლიურად, სხვადასხვა საკითხზე, 200–მდე გასვლით შეხვედრას მართავენ მოსახლეობასთან. ორგანიზაცია ყოველწლიურად 200–მდე სტუდენტს, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტაჟირების საშუალებით, აძლევს შესაძლებლობას გაიღრმაოს ცოდნა და პრაქტიკული უნარ–ჩვევები. „ჩვენ გვყავს 400-მდე წევრი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და ათობით პარტნიორი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ორგანიზაციისთვის წელს პრიორიტეტულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლის ადვოკატირება. საია ამ კუთხით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან საადვოკატო კამპანიას გეგმავს." - ამბობს ლევან ქათამაძე - საიას კომუნიკაციების მენეჯერი.

მსგავსი პოსტები