en
ge

სახალხო თეატრები – თვითორგანიზებული კულტურის კერები

სახალხო თეატრები – თვითორგანიზებული კულტურის კერები

მე–20 საუკუნის დასაწყისში ზუბალაშვილებმა ააშენეს და თბილისს საჩუქრად გადასცეს საქალაქო სახალხო სახლი. დღეს ამ სახლში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრია განთავსებული. სახალხო სახლში 12 ენაზე იდგმებოდა წარმოდგენები. იგი თეატრის გარდა მოიცავდა სალექციო დარბაზებსა და სამკითხველოებს. 

ზუბალაშვილების სახალხო სახლის გახსნას წინ უსწრებდა პატარ–პატარა თეატრები, რომლებიც სახალხო თეატრების სახელით არის ცნობილი. ერთ–ერთი იყო „ავჭალის აუდიტორია“. ეს პატარა სათეატრო საზოგადოება სკოლის მოსწავლეებმა დაარსეს. პირველი საჯარო წარმოდგენა 1891 წელს გამართეს. ახალგაზრდებს სხვა მეგობრებიც შეუერთდნენ და წრე ჩამოაყალიბეს, შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა და წესდება. ამხანაგობის მიზანი იყო უფასო სპექტაკლების მოწყობა, სამკითხველოების გახსნა და სხვა კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა. 

 „ავჭალის აუდიტორიის“ გარდა მსახიობებს იწვევდნენ ავლაბრის, ხარფუხის, საბურთალოს, ნაძალადევის და სხვა უბნების დრამატული წრეები. ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართული დრამატული საზოგადოების წევრები, პროფესიული თეატრები დეკორაციებს და მსახიობებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელსაც უთმობდნენ, საზოგადოების ნაწილი ფინანსურადაც ეხმარობოდა. უფრო მეტიც, როცა ფინანსური პრობლემის გამო დასის წევრები ვერ ახერხებდა სპექტაკლში თამაშს, პროფესიონალი მსახიობები ანაცვლებდნენ მათ. 

1909 წელს „ავჭალის აუდიტორიაში“ შეწყდა წარმოდგენები, რადგან დასმა ზუბალაშვილების „სახალხო სახლში“ გადაინაცვლა. 

 გაეცანით სათემო განვითარების ცენტრის პუბლიკაციაში სოლიდარობის მაგალითებს საბჭოთა ოკუპაციამდე – წიგნის ელ–ვერსია: https://bit.ly/3iI5dyO

მსგავსი პოსტები