en
ge

სტრიტ არტი გორში

სტრიტ არტი გორში

გორის ქუჩებში მოხალისეებმა სტრიტ არტი შექმნეს. კედლის მხატვრობა, რომელიც ქალაქის წარსულს და აწმყოს უკავშირდება. იგი ცნობილი გორელებისა და სპორტსმენების პორტრეტებს, ასევე აბსტრაქტულ და თავისუფალ თემატიკაზე შექმნილ ნახატებს მოიცავს.

არტ კულტურის განვითარება ერთ–ერთი მიმართულებაა იმ მრავალფეროვანი ღონისძიებებიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა“ წამოიწყო.

ყველაფერი დაიწყო რამდენიმე ფოტოგრაფის ინიციატივით. მათ გადაწყვიტეს ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ – შემოიკრიბეს ხელოვნებით და ფოტოგრაფიით დაინტერესებული ახალგაზრდები. გორში შესაბამისი სივრცეც მოიძიეს და შექმნეს არაფორმალური განათლების ცენტრი და მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი – არტ ჰაუსი. 

იმ მრავალი პროექტიდან, რომელიც ამ ალტერნატიულ სივრცეში შეიქმნა, ერთ–ერთი იყო სტრიტ არტი. რომლის საწყის ეტაპზე ორგანიზატორებმა ახალგაზრდები შეარჩიეს, შექმნეს სტრიტ არტების კონცეფცია და ესკიზები. 

პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს მანამდე არ ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება, პროცესი მათთვის ერთგვარი გამოწვევაც იყო და საკუთარ თავსა და ქალაქს შორის კავშირების დანახვის კარგი საშუალებაც. 

#გაიზიარეპასუხიმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები