გაიცანით ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ საზოგადოებას covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ჩვენ ვთქვით: მოდი, კი არ გავჩერდეთ, არამედ ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ და covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმაროთ...
დასაწყისისთვის აქცენტი მრავალშვილიან ოჯახებზე გავაკეთეთ, გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, მთავრობის ადმინისტრაციამ ჰუმანიტარული დახმარების ყუთები გამოგვიგზავნა, რაც სწორედ ამ ოჯახებში დავარიგეთ.
ასევე გაეროს განვითარების პროგრამისგან მივიღეთ სტიკერები “დაიცავი დისტანცია,” რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში გააკრეს.
პარალელურად ჩართულები ვიყავით ვებსაიტ StopCov.ge-ის სომხურ ენაზე თარგმნაში, შემდეგ კი საფრანგეთის საელჩოს დახმარებით ეთნიკურ უმცირესობებს, თვითდასაქმებულებს, მარტოხელა დედებს და მოცუხებს, ჯამში 73 ოჯახს, ჰიგიენური საშუალებები და პროდუქტები მივუტანეთ.
ეს მხოლოდ ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობების მცირე ნაწილია, თუმცა, რაც ყველაზე მეტად მახარებს, არის ის, რომ ამ პერიოდმა მთლიანად საზოგადოება გაგვაერთიანა, ერთ გუნდად შეგვკრა და გაგვხადა უფრო მოტივირებულები. ახალგაზრდები კი ისე, როგორც არასდროს ვიბრძვით ერთმანეთის დასაცავად და გასამხნევებლად.” - ლუსო დოსტიბეგიანი, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი.
ფართო ხედვის მქონე საზოგადოება ქმნის ჯანსაღ და თანაბარ გარემოს. სამოქალაქო პასუხისმგებლობა კი შენი მისიაა, რადგან #ესქვეყანაშენია