en
ge

სასამართლო სისტემა და ნეპოტიზმი

სასამართლო სისტემა და ნეპოტიზმი

„ნეპოტიზმის და კრონიზმის ხელშემწყობი ფაქტორები სასამართლო სისტემაში“ გაიგეთ რას წერს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში.

მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, ექსპერტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენელთან ჩატარებულ სიღრმისეულ 30 ინტერვიუს, კანონმდებლობის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ანალიზს ეფუძნება „სასამართლოს გუშაგის“ მიერ გამოქვეყნებული უახლესი კვლევა. კვლევაში მონაწილე რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ:

  • ნეპოტიზმი და კრონიზმი სასამართლოებში სისტემური და მზარდია;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეების შერჩევისას არაფორმალური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. კერძოდ - ამოწმებენ, რამდენად ლოიალური, სანდო, მართვადი და პროგნოზირებადია კანდიდატი;
  • საბჭოს წევრები „საკუთარ წრეში“ ეძებენ მოსამართლეობის მსურველებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ; სისტემა დახურულია გარე კადრებისთვის, რომლებსაც მფარველები არ ჰყავთ („სასამართლოში ქუჩიდან ვერ მოხვდები… რეკომენდატორი გჭირდება“);
  • სასამართლო სისტემაში კარიერული წინსვლა დამოკიდებულია ლოიალურობის დემონსტრირებასა და მფარველის „წონაზე“;
  • არსებული საკადრო პოლიტიკა მოსამართლეთა მცირე ჯგუფს სისტემის მართვის ბერკეტების მონოპოლიზების საშუალებას აძლევს. დამკვიდრებული პრაქტიკა უარყოფითად მოქმედებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, ასევე, ზოგადად, მართლმსაჯულების ხარისხსა და ეფექტიანობაზე.

კვლევა - https://bit.ly/3RCSjxs

მსგავსი პოსტები