წინა საუკუნის 90–იან წლებში, წალკაში აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრანტები ჩაასახლეს. როცა მათი შვილები და შვილიშვილები წამოიზარდნენ – ახალგაზრდებმა არსებული გარემოს უკეთესობისკენ ცვლილება წამოიწყეს. მათ შორის იყო ირა ძირკვაძე, რომელმაც თანამოაზრეებთან და აქტივისტებთან ერთად სოციალური საწარმო „გუმბათი“ დაარსა.
„გუმბათის“ მიზანია ცოდნის გავრცელებით, წალკაში მცხოვრები მრალფეროვანი საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ერთ–ერთი მიმართულებაა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სრულყოფილად სწავლება, რაც მათ განათლების მიღებისა და მონაწილეობით პროცესებში თანაბარ შესაძლებლობას უწყობს ხელს.
„ეთნიკური უმცირესობებისთვის ენობრივი ბარიერი დიდი პრობლემაა, თუმცა ახალგაზრდებისთვის ეს საკითხი მოგვარდა, თბილისიდან ჩამოსული საუკეთესო მასწავლებლები გვასწავლიან. ისინი და სოციალური საწარმო „გუმბათის“ წარმომადგენლები დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. „გუმბათის“ საშუალებით მივიღე ბევრი ინფორმაცია თვითგანვითარების შესაძლებლობების, არაფორმალური განათლების შესახებ“, ამბობს „გუმბათის“ ბენეფიციარი ემილია ბლიკიანი. რომელიც თვლის, რომ მის მომავალ გეგმებზე სოციალურმა საწარმომ დიდი ზეგავალენა იქონია, სურს გახდეს ექიმი, დაბრუნდეს წალკაში. დაეხმაროს ხალხს და ასევე. არაფორმალური განათლების საშუალებით თავადაც გაუზიაროს გამოცდილება ახალგაზრდებს.
2020–2021 წლებში სოციალური საწარმო „გუმბათის“ 16 აბიტურიენტს დაუფასდა ცოდნა და გახდა სტუდენტი. თავად „გუმბათი“ კი, 2020 წლის საუკეთესო სოციალურ საწარმოდ აღიარებს.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია