en
ge

ჩირიგე

ჩირიგე

ხობში, სოფელ თორსაში პატარა ღელე ჩამოდის, რომელსაც სახელად „თოლისკური“ ჰქვია. როცა პროფესიით ექიმმა გვანცა კიკალეიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსა სახელზე ბევრი არ უფიქრია.„თოლისკური“ ასე ჰქვია, სოფელ თორსაში დაარსებულ განათლებისა და განვითარების ცენტრს, რომელიც ხობში მცხოვრები ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, სამოქალაქო აქტივიზმის და ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს. 

ორგანიზაციამ 8 წლის განმავლობაში სამი ცენტრი შექმნა: შშმ ბავშვთა დღის ცენტრი „ჩვენი სახლი“, ახალგაზრდული ტექნოლოგიური ცენტრი და სოციალური საწარმო „ჩირიგე“. დღეს სოციალურ საწარმო „ჩირიგეზე“ გვინდა გიამბოთ. სოციალური მეწარმეობა ბიზნესის ახალი მიმართულებაა – ქმნის სხვადასხვა პროდუქტს, სერვისს და შემოსავლებს მიმართავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განსახორციელებლად. საქართველოში ამ მოდელს ყველაზე ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ.

„თოლისკური“ ერთ–ერთია იმ ორგანიზაციებიდან, რომელმაც სოციალური საწარმოს მოდელი გამოიყენა – ადგილობრივი და დევნილი ქალები დაასაქმა, ადგილობრივი ფერმერებისგან სოფლებში მოყვანილი სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა ხილით ჩირის წარმოება დაიწყო. ახალგაზრდული ტექნოლოგიური ცენტრის წევრებმა კი ჩირისთვის სხვადასხვა შეფუთვა მოიფიქრეს და შექმნეს.

სოციალური საწარმო „ჩირიგე“ სამომავლოდ ბევრ სიახლეს და განვითარებას გეგმავს, ხოლო სოციალური მიზნებისთვის წარმოებიდან შემოსული თანხით ახალგაზრდების და მათი ინიციატივების ფინანსურ მხარდაჭერას გეგმავს. ინიციატივების, რომლებიც ახალგაზრდების და მთლიანად სოფლის პრობლემებისა და განვითარებისკენ იქნება მიმართული.

#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები