en
ge

სსო-ები და უკრაინის გამოცდილება

სსო-ები და უკრაინის გამოცდილება

აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან (სომხეთი, ბელორუსი, მოლოდოვა, აზერბაიჯანი. უკრაინა, საქართველო) საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო ყველაზე მაღალი ქულით შეფასდა უკრაინაში, რაც განაპირობა რამდენიმე გარემოებამ.:

  • გაერთიანების თავისუფლების არსებულმა, ხელსაყრელმა პირობებმა;
  • ბიზნესსა და სსო-ებს შორის თანასწორობის უფრო მაღალმა ხარისხმა, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში;
  • მონაწილეობის უფლების ხარისხმა, რაც სსო-ებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • სსო–ებსა და ხელისუფლებას შორის კარგად განვითარებულმა თანამშრომლობის სისტემამ.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბოლო გარემოებაა – უკრაინაში სსო–ებსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის სისტემა, რომლის გამორჩეულ, წარმატებულ ნაბიჯად ითვლება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსიკის მიერ სსო-ების განვითარების ეროვნული სტრატეგიის (2021-2026 წწ.) შემუშავება და მიღება. 

დოკუმენტის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტრატეგია ბევრ მიმართულებასთან ერთად მოიცავს ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ქველმოქმედების, მოხალისეობის, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

სსო–ებისა და ხელისუფლების წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ონლაინ პლატფორმაზე (VzaemoDiia) განთავსებული ინსტრუმენტი, რომელიც პროექტების კონკურსის წესით დაფინანსებას ითვალისწინებს. ეს პლატფორმა მნიშვნელოვნად ამარტივებს ორგანიზაციების წვდომას სახელმწიფო დაფინანსების შესაძლებლობაზე და ასევე, უფრო გამჭვირვალეს ხდის დაფინანსების მოპოვების პროცედურას.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა VzaemoDiia-ზე სსო-ებისთვის ონლაინ კონკურსის შემოღებამ და ასევე, სსო-ებისგან სოციალური სერვისების შესყიდვების ეტაპობრივმა ზრდამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ორგანიზაციების საარსებო გარემო. ძირითადად სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციები, რომელთა ინტერესის სფერო სოციალური და ახალგაზრდული საკითხებია.

2021 წელს უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო დაფინანსებაც გაიზარდა. 

უკრაინაში სახელმწიფო დაფინანსებისთვის მიმართავენ კონკურსის მექანიზმს, თუმცა ზოგჯერ კვლავ გვხვდება კონკურსის გარეშე მიმდინარე პროცესი, რაც ნაკლებად გამჭვირვალე და დახურულია.

რაც შეეხება კონკურსს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი პროცედურები: სამთავრობო ორგანოებმა უნდა ჩამოაყლიბონ საკონკურსო კომისიები (მათ შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყვნენ სსო–ების წარმომადგენლებიც), საჯაროდ გამოაცხადონ კონკურსის პირობები, კონკურსის შედეგები, გამარჯვებული პროექტები და მათი განხორციელების დეტალები.

წყარო...




მოამზადა

თეკლე ქაროსანიძემ


მსგავსი პოსტები