მე–19 საუკუნის ბოლოს, მე–20 საუკუნის დასაწყისში მრავალი საინტერესო და იმ დროისთვის პროგრესული საზოგადოებრივი მოძრაობა, წრე, ამხანაგობა თუ ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაარსებულ ორგანიზაციათა შორისაა თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ქალების ინიციატივებით შექმნილი საზოგადოებები. მათ შორისაა:
• ტფილისის ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება;
• წმინდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება;
• მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა ურთიერთდახმარების ტფილისის საზოგადოება;
• სომეხ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება;
• თელავის ქალთა ერთობა; • ხონის ქალთა წრე;
• ბორჯომის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება;
• კავკასიელ ქალთა ტფილისის საზოგადოება;
• ქუთაისის ქალთა საზოგადოება;
• მარიამ მაგდალინელის თავშესაფრის თბილისის საქველმოქმედო საზოგადოება.
ქალთა ორგანიზაციების მთავარი მიზანი განათლების გავრცელება–ხელშეწყობა, უფლებების დაცვა, ურთიერთდახმარება იყო.
საარქივო მასალების მიხედვით მათი და დღეს მომუშავე საზოგადოებების შიდა ორგანიზაციული კულტურა თითქმის მსგავსია. ორგანიზაციული სტრუქტურა და ფუნქციები წესდებაში იყო გაწერილი (მიზანი, საზოგადოების შემადგენლობა, მართვა–გამგეობა, საზოგადოების ქონება, საზოგადო წესები). საზოგადოების მოწყობა, მართვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნებოდა და მნიშვნელოვან საკითხებსაც წევრთა კრებაზე წყვეტდნენ.
წყარო: ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობის კვლევა
#გახსოვდესისტორია რადგან #ესქვეყანაშენია