სსო მეტრის 2022 წლის ანგარიშის შედეგების მიხედვით – საქართველო სსო–ების, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის – საშუალო რისკის ქვეყანას წარმოადგენს.
საქართველოში არსებულ გარემოს მაქსიმალური 7 ქულიდან - მინიჭებული აქვს 4,8 ქულა (საკანონმდებლო გარემო შეფასებულია – 5,2 ქულით, ხოლო პრაქტიკა – 4,4 ქულით).
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში არ გამოკვეთილა ისეთი მოვლენები, რომლებმაც, წინა წელთან შედარებით, სსო-ების საარსებო გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა, ანგარიშში ხაზგასმულია საზოგადოებრივი სექტორის მიმართ სიტყვიერი თავდასხმების გაზრდილი მაჩვენებელი და თანმდევი ინიციატივები, რომლებიც, თავის მხრივ, მიანიშნებენ სსო–ების საარსებო გარემოს გაუარესების პოტენციალზე.
ორგანიზაციების სარეგისტრაციო საფასურის გაორმაგებამ, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ფუნდამენტურმა ცვლილებებმა, საბანკო ანგარიშის გახსნის ეტაპზე იდენტიფიცირებულმა პრობლემებმა ნეგატიური გავლენა მოახდინეს, და წინა პერიოდთან შედარებით ქულები შემცირდა, შემდეგი მიმართულებით: გაერთიანების თავისუფლება (სამართლებრივ კომპონენტში ქულამ დაიკლო 6.2-დან 6.1-მდე) თანასწორობის უფლება (პრაქტიკის კომპონენტში ქულამ დაიკლო 5.4-დან 5.3-მდე) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება (პრაქტიკის კომპონენტში ქულამ დაიკლო 3.1-დან 3.0-მდე).
7 ბალიანი შეფასების სისტემით ყველაზე მაღალი ქულა გაერთიანების თავისუფლების სტანდარტმა მიიღო – 6.1. ხოლო ყველაზე მეტი პრობლემა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტის მიმართ გამოიკვეთა და შესაბამისად დაბალი მაჩვენებლით შეფასდა – 3.8.
ჯამური ქულა – 6.1 (კანონმდებლობა – 6.1, პრაქტიკა – 6.0).
ძირითადი ნეგატიური ცვლილება: იურიდიულ პირთა რეგისტრაციის ხარჯების ზრდა (გაორმაგება) და ამავე მიმართულებით ახალი, განუსაზღვრელი შინაარსის პროცედურული მოთხოვნების ამოქმედება. ცვლილებები ეხება როგორც ახლადშექმნილი სსო–ების რეგისტრაციას, ასევე, ავალდებულებს მოქმედ სსო-ებს, 2024 წლის 1 იანვრამდე, ახალი სტანდარტების მიხედვით შეცვალონ რეგისტრირებული მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი დადგეს.
ძირითადი პოზიტიური ცვლილება: ყველა იურიდიულ პირს აქვს შესაძლებლობა ონლაინ, ინდივიდუალური პლატფორმის საშუალებით ჰქონდეს კომუნიკაცია საჯარო სტრუქტურებთან მიმოწერისა და კომუნიკაციის კუთხით.
ჯამური ქულა 5.6 (კანონმდებლობა – 5.8, პრაქტიკა – 5.3).
ძირითადი ნეგატიური ცვლილება: საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი ზოგიერთი შემთხვევა მიუთითებს, რომ ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები), საბანკო ანგარიშის გახსნისას, სხვა ქვეყნის იურისდიქციასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მიმართ აწესებენ განსხვავებულ, კომპლექსურ მოთხოვნებს, რაც პროცესს ართულებს, ახანგრძლივებს და ზოგიერთ შემთხვევაში საბანკო ანგარიშის გახსნაზე უარით სრულდება.
ძირითადი პოზიტიური ცვლილება: არ ფიქსირდება.
ჯამური ქულა: 4.8 (კანონმდებლობა – 5.3, პრაქტიკა 4.3).
ძირითადი ნეგატიური ცვლილება: ხელისუფლებამ მოახერხა და არასახარბიელო გარემო შეუქმნა იმ „ვოჩდოგ“ ორგანიზაციებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ მთავრობის პოლიტიკას. აღნიშნულმა ფაქტორმა ხელი შეუშალა ორგანიზაციებს მონაწილეობით პროცესებში ჩართულიყვნენ, ან ისეთ პროცესებში იყვნენ ჩართულნი, სადაც მათი ინტერვენციის შესაძლებლობები დაბალი იყო.
ძირითადი პოზიტიური ცვლილება: ინსტიტუციური მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება, კერძოდ, დამტკიცდა საჯარო კონსულტაციათა ჩატარების ინსტრუქცია, რითიც დგინდება, საჯარო დოკუმენტების შემუშავებამდე, მათი საჯარო განხილვის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
ჯამური ქულა: 4.9 (კანონმდებლობა – 5.6., პრაქტიკა – 4.1).
ძირითადი ნეგატიური ცვლილება: საანგარიშო პერიოდში ძალაში შევიდა ზოგიერთი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ორაზროვანი და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხის შემცველია. მაგალითად მაუწყებლობის შესახებ კანონი.
ძირითადი პოზიტიური ცვლილება: არ ფიქსირდება.
ჯამური ქულა: 3.8 (კანონმდებლობა – 4.6. პრაქტიკა –3.0).
ძირითადი ნეგატიური ცვლილება: 2022 წლის ზაფხულში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რითიც შესაძლებელი გახადა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე. შედეგად ამ სიაში მოხვედრილი ნაკლებად მძიმე დანაშაულთა რიცხვი 75-ს ცდება. მათ შორისაა ისეთი დანაშაულებიც, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო დროშის უკანონოდ აღმართვა.
ძირითადი პოზიტიური ცვლილება: არ ფიქსირდება.
სსო მეტრი 2022, ქვეყნის ანგარიში...