en
ge

თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები

თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები იმსახურებენ დამოუკიდებელი და ღირსეული თანაცხოვრების უფლებას საზოგადოებაში. 

ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც შშმ პირები, მათი უფლებების დაცვას, თანაბარ შესაძლებლობებს და ღირსეული თანაცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს ითხოვდნენ. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ფორმის შეზღუდვის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება, რომლებიც ხელისუფლებისგან თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ითხოვდნენ. ასე დაფუძნდა კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის 1997 წელს და დღეს მის შემადგენლობაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე 26 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის. 

კოალიციის მისიაა ნებისმიერი ადამიანის პოტენციალის გამოსავლენად თანაბარი პირობების შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. კოალიცია ასევე ცდილობს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება და მასში დამკვიდრებული ტრადიციული მიდგომები შშმ პირებისადმი ჩაანაცვლოს თანამედროვე მიდგომებით. 

აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს შშმ პირების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ფიზიკური გარემოს შეცვლისთვის.

მსგავსი პოსტები