„ამისთანა მაღალმნიშვნელოვანი საზოგადოება ჩვენში ჯერ არ დაბადებულა, მას დანიშნულებად აქვს ერის განათლება." ასე ეხმაურებოდა იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების - ერთ-ერთი პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაარსებას.