en
ge

უნგრული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება

უნგრული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება


უნგრული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებისა და ფანდრაიზინგის კონსულტანტ ბალაშ სატორს ვესაუბრეთ.

ესაუბრა მარიამ პატატიშვილი

უნგრეთის მაგალითზე, როგორ მიაღწიეს უნგრულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფინანსურ მდგრადობას? როგორ მოიძიეს დაფინანსების წყაროები? 

ბალაშ სატორი – პასუხი კომპლექსურია: ტრადიციულად, არსებობს დაფინანსების მოპოვების მრავალი გზა. უნგრეთში მოქმედებდა საგადასახადო კოდექსი, რომელიც არასამთავრობოებს საშუალებას აძლევდა დაფინანსება მიეღოთ კომპანიებისა და კერძო პირების გადასახადებიდან გარკვეული პროცენტის სახით. ასე ხდებოდა 20 წლის განმავლობაში. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ეს ბენეფიტი გაუქმდა. მეორეს მხრივ, უნგრულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ სხვა გზებიც დაფინანსება მიიღონ სახელმწიფოსგან: ისინი სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ სახელმწიფოს, ეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემოა. ცხადია, არსებობს პრობლემები და შეცდომებიც. კრიზისმა აჩვენა, რომ არასამთავრობოები ვერ იქნებიან მდგრადი, რადგანაც დამოკიდებული არიან, მაგალითად, ევროკავშირის, აშშ-ს დაფინანსებაზე და არ გააჩნიათ დაფინანსების ალტერნატიული წყაროები. შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებენ უნგრული არასამთავრობოები იყვნენ სტაბილურები, გიპასუხებთ: ისინი ამას ვერ ახერხებენ. უნგრული არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას აქვს ფინანსური პრობლემები, იბრძვიან არსებობისთვის. შეგვიძლია ასე დავსვათ შეკითხვა: რამდენად განსხვავდება ან გავს უნგრული გარემო ქართული რეალობისგან? ჩემის აზრით, ძირითადი განსხვავება არის ის, რომ უნგრეთში მოქმედებს გარკვეული მექანიზმები, სამართლებრივი ჩარჩოები, არსებობს წარსული გამოცდილება. როგორც ვხედავ, საქართველო ახლა აყალიბებს ამ მექანიზმებს. დრო არის საჭირო იმისთვის, რომ არასამთავრობოები მიხვდნენ, რომელ სფეროში შეძლებენ პროგრესირებას, დაფინანსების მოძიებას და სტაბილურობის მიღწევას. ვფიქრობ, ეს დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის. მაგრამ ბოლო ხუთი-ექვსი წელია უნგრეთში სიტუაცია უარესდება ამ კუთხით. ხოლო საქართველოში უმჯობესდება. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში!

დიდ ქვეყნებს აქვთ დიდი ბაზარი და მეტი შესაძლებლოებიც. საინტერესო იქნებოდა პატარა ქვეყნების გამოცდილებაზე გვესაუბრა. რომელი ქვეყნების გამოცდილება შეუძლიათ გაიზიარონ საქართველოში არსებულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზიებმა? 

ბალაშ სატორი – ვფიქრობ, საინტერესოა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების გამოცდილება. თქვენ აპირებთ მოწინავე სისტემის დანერგვას, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები არიან სახელმწიფოს კონტრაქტორები. სხვადასხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, უნგრეთში ამ მოდელს ნორმატიული მხარდაჭერა აქვს: თუ თქვენ გსურთ რაიმე სახის მომსახურება შესთავაზოთ (ის, რაც სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს მოქალაქეებს), თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სტანდარტებს. თითოეულ ადამიანზე, რომელსაც მოემსახურებთ, თქვენ მიიღებთ ფიქსირებულ თანხას. ეს საინტერესო მოდელია. სხვა მოდელი მოქმედებს ჩეხეთში. აქ ამჟამად ცდიან ვაუჩერულ სისტემას. მაგალითად, თუ თქვენ ხართ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი და გეკუთვნით სახელმწიფოსგან გარკვეული მომსახურების მიღება, თქვენ იღებთ ვაუჩერს და ამ ვაუჩერით უხდით სოციალური სერვისების პროვაიდერს. ეს საინტერესო კონცეფციაა. არ ვიცით, როგორ იმუშავებს იგი, მაგრამ არის ძალიან სასარგებლო - მას ბაზრის ელემენტები შემოაქვს სერვისის მიწოდებაში.

სახელმწიფოსთან კონტრაქტორობის კუთხით, საინტერესოა ეტონეთის, ხორვატის და უნგრეთის მაგალითიც. აქ მოქმედებს სახელმწიფო ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციების დასახმარებლად. სამივე ქვეყანაში ფონდი აფინანსებს არასამთავრობოების ფუნქციონირების ხარჯებს. ზოგადად, ადვილია დაფინანსების მიღება პროგრამებითვის, მაგრამ რთულია - ორგანიზაციის ფუნქციონირების ხარჯებისთვის თანხების მოზიდვა. ამ სამ ქვეყანას დაფინანსების ერთნაირი ფორმულა აქვთ. უკრაინაში ჯერ არ მიუღიათ ეს კანონი, მაგრამ ემზადებიან ამისთვის. იმედია, ორიოდ წელიწადში, თქვენთანაც იქნება სახელმწიფო ფონდი, რომელიც დაეხმარება არასამთავრობო სექტორს განვითარებაში. არა რომელიმე მიმართულებას, არამედ, ზოგადად, სექტორს. დაფინანსების წყარო სხვადასხვა შეიძლება იყოს - გარკვეული პროცენტი ლატარიიდან, ან გადასახადებიდან, რომელსაც სახელმწიფო იღებს.

დონორებს სერიოზული როლი აკისრიათ, მაგრამ მათგან მიღებული დაფინანსება არ შეიძლება იყოს მუდმივი. საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, როდესაც ქვეყანაში არ არის სტაბილური გარემო, არ არის სტაბილური ეკონომიკა, დონორები ღელავენ. ამ პირობებში, როგორ უნდა მიაღწიონ სტაბილურობას არასამთავრობო ორგანიზაციებმა? 

ბალაშ სატორი – იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ კარგი იმიჯი, არიან ცნობილი და უკავიათ მნიშვნელოვანი ადგილი საზოგადოებაში, უფრო ადვილია დაფინანსების მოზიდვა. საზოგადოება გრძნობს, რომ ასეთი ორგანიზაციების არსებობა საჭიროა და უჩნდებათ მოტივაცია დაეხმარონ ასეთ ორგანიზაციებს. პატარა ორგანიზაციებისთვის რთულია კონკურენცია გაუწიონ დიდ ორგანიზაციებს. როდესაც ხართ დიდი ორგანიზაცია, თქვენ გაქვთ კარგი დაფინანსება, გყავთ ადამიანური რესურსები, რომლებიც ზრუნავენ კონტრაქტებზე, თქვენს პოპულარიზაციაზე, ურთიერთობენ დონორებთან. პატარა არასამთავრობოებს არ აქვთ ამისი რესურსი. სამაგიეროდ, პატარა ორგანიზაციებს აქვთ უფრო მჭიდრო და უშუალო ურთიერთობა ადამიანებთან, რომელთაც ეხმარებიან. ვფირობ, კომპანიების და კერძო პირების მხრიდან დაფინანსების მოზიდვა საქართველოში უნდა განვითარდეს კიდევ უფრო მეტად. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ არასამთავრობოებს არ აქვთ კავშირი მდიდარ ხალხთან, მაგრამ ისიც ნათელია, რომ არ ცდილობთ დაუკავშირდეთ მდიდარ ან ნაკლებად მდიდარ ადამიანებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაიწყონ თავისი აუდიტორიის შექმნა ადამიანებსგან, რომელთაც მოსწონთ და აინტერესებთ არასამთავრობოების საქმიანობა, ამის შემდგომ, მათ შეუძლიათ ამ ადამიანებს სთხოვონ ერთჯერადი არ რეგულარული დონაცია. ეს მეთოდი მუშაობს ბევრ სხვა პატარა ქვეყანაში და საქართველოშიც უნდა გაამართლოს. საქართველო ახდენს ღვინისა და წყლის ექსპორტს დიდი მოცულობით. რატომ არ შეიძლება მიიღოთ ძალიან მცირე პროცენტი ნაბეღლავის ან ბორჯომის ყველა გაყიდული ბოთლიდან? ერთი პროცენტიც კი უკვე უზარმაზარ შემოსავალს უდრის. ვფიქრობ, თქვენ გაქვთ ისეთი რამ, რაც დაგეხმარებოდათ დაფინანსების მოზიდვაში: თქვენი კულტურული მემკვიდრეობა და ეროვნული სიამაყე. თუ თქვენ შეძლებთ იპოვოთ დონორები, რომლებსაც აქვთ ამ სახის ღირებულებები და შეძლებთ დაარწმუნოთ ისინი, რომ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, თქვენ შეძლებთ მოიპოვოთ დაფინანსება. ნახევარი მილიონი ადამიანი არ არის ცოტა დაფინანსების მოსაძიებლად. ერთი მილიონი ქართველიც, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, არ არის ცოტა. ისინი ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც არსებობს მაღალი სოფისტიკური ფილანტროპიის კულტურა. იქ ყველამ იცის არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. და კვლავ, მთავარია როგორ მოვიძიიოთ ეს ხალხი, როგორ შევთავაზოთ გაუწიონ დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციებს.


მსგავსი პოსტები