თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ნიკა გვარამიას საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, იურიდიული დოქტრინისა და საქმეში არსებული ფაქტების მხედველობაში მიღებით, ასკვნის, რომ არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.