საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს მონიტორინგის ინსტრუმენტის – სსო მეტრის გაფართოვება იგეგმება. ინსტრუმენტის შემუშავებაში აღმოსავლეთ ევროპის 800–ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ეს ინსტრუმენტი მოიცავს 10 სხვადასხვა სფეროს და ინდიკატორს, რომლითაც იზომება სსო–ების საარსებო გარემო - როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული კუთხით. სსო მეტრი დაყოფილია 2 ძირითად ნაწილად: 1. ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომელიც არის სამოქალაქო საზოგადოების არსებობის საფუძველი. 2. აუცილებელი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს დამატებით მხარდაჭერას და მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განავითარებისთვის.
ინსტრუმენტის საფუძველზე მომზადებულია რეგიონული ანგარიშები, მათ შორის საქართველოს შესახებ. საქართველოში კვლევას სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრთან (ECNL) თანამშრომლობით აწარმოებს.
უახლოეს მომავალში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ იგეგმება ინსტრუმენტის დახვეწა. კერძოდ ECNL, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან და სხვა პარტნიორებთან ერთად გეგმავს ინსტრუმენტს ქულების შეფასების სისტემა დაუმატოს. რაც დაინტერსებულ პირებსა და მხარეებს საშუალებას მისცეს შეადაროს კვლევის შედეგები წლების, სფეროების, ქვეყნების მიხედვით.
გარდა ამისა, მომდევნო წლებში გაფართოვდება ინსტრუმენტის საკვლევი არეალი – მაგალითად, სამოქალაქო ჯგუფებზე ციფრული ტექნოლოგიების ან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გავლენის შეფასება. ასევე იგეგმება სსო მეტრის, როგორც მონიტორინგის საშუალების, მომხმარებლების – სსო–ებისა და აქტივისტების წრის გაფართოება სამიზნე ქვეყნებში.
ახალი ინიციატივები და ცვლილებები განხორციელდება პროექტის – „სსო მეტრი: ხელსაყრელი გარემოს და ძლიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეგზურის“ ფარგლებში. მას არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორიგანიზაციებთან: საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთი (TIAC); შპს MG ქონსალთინგი (აზერბაიჯანი), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (საქართველო), პრომო-ლექს ასოციაცია (მოლდოვა), უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (უკრაინა) – ერთად ახორციელებს.