თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: პანდემია და კორუფციული რისკები.
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამწუხაროდ, საერთაშორისო გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ ამგვარი კრიზისის პირობებში იზრდება კორუფციის რისკები, რამდენადაც ზოგიერთი პანდემიას განიხილავს, როგორც საგანგებო სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება პირადი სარგებლობისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამედიცინო სფეროში კორუფციული რისკფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება, რომ ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები რაციონალურად და მიზნობრივად დაიხარჯოს.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინების, ტესტებისა და აღჭურვილობის შესყიდვისას ღია და გამჭვირვალე პროცედურის საშუალებით“.
სრულად...
წყარო: idfi.ge