18 მარტს, გაიმართა შეხვედრა „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის", გაეროში უკრაინის მუდმივმოქმედი მისიის ინიციატივით, საქართველოს და აზერბაიჯანის მისიების თანაორგანიზებით. ღონისძიება „ქალთა გაძლიერება და მისი კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან" ძირითადად ეძღვნებოდა კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ან სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებს.