გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის თანატოლგანმანათლებლების ორგანიზებით ჩატარდა თემატური ტრენინგი ნარჩენების მართვის შესახებ.
შეხვედრები ჩატარდა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ( სოფ. ასკანა, სოფ. ვაკიჯვარი, სოფ. გურიანთა, სოფ. გუთური, სოფ. შუა ამაღლება, დაბა ლაითური, N2, N4).
სესიები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ევროპული სტანდარტით ნარჩენების მართვის იერარქია, სპეციფიკური ნარჩენები, ელემენტების ხელახალი გამოყენება, 3R ინიციატივა, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა და სხვ. პროექტი „უკეთესი მომავლისთვის“ ხორციელდება „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ გერმანული ფონდის Brot für die Welt ფინანსური მხარდაჭერით
სრულად...
წყარო: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი