თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ორგანიზაციამ მანანა საღლიანის საქმე სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.
„სასამართლომ ბათილად ცნო მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბრძანება, მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს დაავალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა იმავე თანამდებობაზე და დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)