აჭარა. 5 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების იმ ნაწილს შეხვდა, რომელთაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიმართ.
„შეხვედრაზე ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს გარკვეული ფაქტები გააცნეს, რომელთა თანახმად, მიაჩნიათ რომ საფრთხის ქვეშ დგება კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს ჟურნალისტთა საქმიანობასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პოლიტიკას და ყურადღებით დააკვირდება ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)