თბილისი. სახალხო დამცველმა „საქართველოს უნივერსიტეტში“ სტუდენტების ჯგუფებში გადანაწილების პრაქტიკა აკადემიური მოსწრების ნიშნით დისკრიმინაციულად მიიჩნია.
„საქართველოს უნივერსიტეტში“ არსებული პრაქტიკის თანახმად, 2-ზე დაბალი GPA-ს მქონე სტუდენტებს საგნების არჩევა-რეგისტრაციის პერიოდში არ ეძლევათ შესაძლებლობა, აირჩიონ ყველა შემოთავაზებული სალექციო ჯგუფი და დრო, ხოლო, 2-ზე მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტებს, მსგავსი შეზღუდვა არ აქვთ. პირველი სემესტრის სტუდენტების შემთხვევაში ამგვარი დაყოფა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ხდება. მოპასუხის პოზიციის თანახმად, ამგვარი დაყოფის მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი, - „სახალხო დამცველმა „საქართველოს უნივერსიტეტს“ მიმართა, სწავლების ყველა საფეხურსა და ყველა ფაკულტეტზე გაუქმდეს დიფერენცირებული სალექციო ჯგუფები, რაც ითვალისწინებს 2-ზე ნაკლები და 2-ზე მეტი GPA-ს მქონე სტუდენტებისთვის (პირველი სემესტრის სტუდენტების შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით) სალექციო კურსების არჩევასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)