თბილისი. 2020 წლის 28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარუდგინა. 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 24 სექტემბერს ჩატარდება.
ირაკლი ხოფერიას საქმე ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც განიხილება. წარდგენილ საჩივარში საია ითხოვს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს საქართველოს მხრიდან კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის საფუძვლით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)