თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ექვს ახალ პროკურორ წევრს აირჩევს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში.
„სამწუხაროდ, კონსტიტუციური რეფორმის შემდეგ, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დროს, პარლამენტის მიერ სრულად არ იქნა გაზიარებული ის შეთავაზებები, რაც დაინტერესებულ ჯგუფებს საპროკურორო საბჭოს ფორმირების და მისი საქმიანობის თვალსაზრისით ჰქონდათ. პარლამენტმა მათ შორის არ გაითვალისწინა კონკრეტული წინადადებები, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის და მისი საქმიანობის გაფართოების შესახებ. მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, რთულია საპროკურორო საბჭო იყოს ქმედითი ორგანო, უზრუნველყოს უწყების დამოუკიდებლობა და ეფექტიანი საქმიანობა“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)