en
ge

უსაზღვრო შესაძლებლობები

უსაზღვრო შესაძლებლობები

თბილისი. 3 ნოემბერს, გაიმართება შეხვედრა მათთვის, ვისაც აინტერესებს ევროპის ქვეყნებში წასვლა სასწავლებლად, მოხალისედ, სტაჟიორად თუ სამუშაოდ.

„გაიგებ თუ რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი სურვილი რეალობად აქციო. ინფორმაციის მისაღებად მოუსმენ სხვადასხვა ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს, ხოლო ახალგაზრდა ქალები საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ. როგორ მოვიპოვო სტიპენდია ტოპ უნივერსიტეტებში სასწავლებლად? რა პლატფორმებზე მოვიძიო სამუშაო ადგილები სახლიდან გაუსვლელად? სად შემიძლია გავიარო ანაზღაურებადი სტაჟირება? ვინ დამაკავშირებს მასთან, ვისაც მოხალისე სჭირდება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საქართველოდან და „მოხალისეთა ჰაბი“ გოგონებს, ექსპო ჯორჯიაში ეპატიჟებიან. ღონისძიების მიზანია გაჩვენოთ, რომ დღეს ქალთა შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს და ევროკავშირი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს, იმუშაოს და განვითარდეს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023