თბილისი. 19 და 20 დეკემბერს, 15:00-დან 17:00-მდე იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა გამართავს საჯარო კონსულტაციას მათთვის, ვინც 2020 წლის კონკურსში საპროექტო განაცხადის წარდგენას გეგმავს.
საჯარო კონსულტაციაზე დასწრებისთვის, 17 დეკემბრამდე, მისწერეთ თქვენი სახელი, გვარი, ორგანიზაცია, მობილური ტელეფონის ნომერი, დასწრებისთვის სასურველი რიცხვი (19 თუ 20 დეკემბერს) და პროექტის სფერო (ერთი წინადადებით), ელექტრონულ მისამართზე - grassroot2@tb.mofa.go.jp
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)