თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მედიის წარმომადგენლების მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიერ ძალის გამოყენებით გამოძევებას ეხმაურება.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხის განხილვის გაშუქება მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობისთვის. დაუშვებელია მედიის წარმომადგენლებთან მსგავსი მოქცევა. მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა ქცევა კი, პარლამენტის აპარატის მიერ უნდა იქნას შესწავლილი. საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)