en
ge

საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა

საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა

თბილისი. 17 დეკემბერის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, გამართა პრეზენტაცია პროექტისა - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“. 

პროექტის მიხედვით - 

  • IDFI და GYLA საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ განსაკუთრებით შემდეგი ოთხი მიმართულებით: პოლიტიკის შემუშავება, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა და სერვისების მიწოდება. შედეგად გამოვლინდება რეფორმის გახორციელების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეფასება გამოყენებულ იქნება, როგორც მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, რომელიც შეავსებს და გადაამოწმებს საქართველოს მთავრობის ანგარიშს. შეუსრულებელი ვალდებულებების გამოკვეთისთანავე, პროექტის გუნდი შეისწავლის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს და წარმოადგენს მათი გადაჭრის გზებს. 
  • IDFI შექმნის მონიტორინგის ონლაინ პლატფორმას - PAR Tracker-ს, რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს ყოვლისმომცველ ინფორმაციას PAR-ის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართულობის შესაძლო გზების შესახებ. 
  • GYLA საქართველოს 6 ქალაქის მასშტაბით (ახმეტა, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი და მარნეული), 11 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციას გადაამზადებს. 
  • IDFI შეისწავლის საუკეთესო პრაქტიკებს PAR Tracker–ის მიერ გამოკვეთილ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებსაც სამუშაო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის დისკუსიების მეშვეობით, გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

სრულად... 

წყარო: https://idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023