წნორის აგრო სკოლის პატარა ფერმერები საკუთარ მოსავალს ხვალ, 7 აგვისტოს, საღამოს 17:00 საათიდან, თბილისურ აგრო ბაზარზე, კაფე „მზიურში“ გაიტანენ.
8-13 წლის პატარა ფერმერებმა „ცოდნის კაფეს“ ონლაინ აგრო სკოლაში 5 კულტურის მოყვანა ისწავლეს და პარასკევს, მზიურის კაფეს ეზოში, აგრო ბაზარზე დაგახვედრებენ: კიტრს, პომიდორს, კარტოფილს, ბროკოლს.
აგრო ბაზრის პატარა სტუმრებისთვის გაიმართება სახალისო აგრო ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულები აგრო სტიკერებით დასაჩუქრდებიან. აგრო მარკეტიდან შემოსულ თანხას კი, ქიზიყელი პატარა ფერმერები „ცოდნის კაფესთვის“ შენობის ასაშენებლად გადარიცხავენ.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)