თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით და „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით, ამოქმედდა საქართველოში პირველი ახალგაზრდული მოხალისეობის პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდა მოხალისეებს, საინტერესო იდეებსა და აქტივობებს გააერთიანებს.
„პლატფორმაზე უკვე რეგისტრირდებიან მოხალისეები მთელი საქართველოს მასშტაბით. მათი ისტორიები, მათი ორგანიზებით განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი სიახლე თუ, ზოგადად, საინტერესო საგანმანათლებლო რესურსები, თავს მოიყრის მისამართზე..."
შენც შეგიძლია, გახდე მოხალისე.
დარეგისტრირდი... youthvolunteering.ge-ზე. საიტი ამ ეტაპზე სატესტო/რედაქტირების რეჟიმშია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)