თბილისი. წინასაარჩევნო პროცესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მესამე შუალედური ანგარიში ფარავს 1-ლი ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ შემთხვევებს, რაც ცუდი პრაქტიკაა.
საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:
- სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 1 შემთხვევა; - ამომრჩევლის მოსყიდვის 2 შემთხვევა;
- ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების, როგორც სავარაუდო ისე დადასტურებული, 8 შემთხვევა;
- წინასაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის 2 შემთხვევა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)