თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, 21 იანვარს, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიმოხილვას აქვეყნებს.
„21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა ისტორიული გადაწყვეტილება საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევების პრაქტიკებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხებს აფასებს. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულა სასამართლომ პირველად იმსჯელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე და მიიჩნია, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების განლაგების, de facto ხელისუფლებების პოლიტიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული მხარდაჭერის და მათ შორის გაფორმებული შეთანხმებების და სხვა მხარდამჭერი პრაქტიკების გამო, რუსეთს ფაქტობრივი კონტროლი აქვს, რის გამოც ამ რეგიონებში უფლების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის სფეროში ექცევა. ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ არაერთი უფლების, მათ შორის წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, სიცოცხლის უფლების, უკანონო დაკავების აკრძალვის, პირადი ცხოვრების, გადაადგილების და საკუთრების უფლებების დარღვევა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)