en
ge

აშშ - საქართველოსთვის

აშშ - საქართველოსთვის

თბილისი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის გასავითარებლად შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი პროექტების ნაწილს აქვეყნებს...

  • ამ ზაფხულს USAID-მა საქართველოში ინფლუენსერთა ჯგუფი ჩამოიყვანა, რითაც მსოფლიოში 4 მილიონამდე პოტენციურ ტურისტს ქვეყანა გააცნო. 
  • უკვე ნახეთ კერამიკული ფილებით შექმნილი ულამაზესი მოზაიკა გორში? ის ხელოვანმა ირინა შოთაძემ მას მერე შექმნა, რაც USAID-ი კერამიკის ღუმელის შეძენაში დაეხმარა. ახალი ღუმელის დახმარებით, მან 1001 მოხატული ფილა საჯაროდ გამოფინა და ის უკვე პოპულარული ადგილი გახდა გორში. 
  • ასევე, USAID-მა მხარი დაუჭირა ახალ ინფრასტრუქტურას 15 მუზეუმისთვის: შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თუშეთში. ამერიკის მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონებში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კვალდაკვალ სამუშაო ადგილების შექმნას, რისი ერთგულიც არის ეს პროექტი. 
  • USAID-ის მხარდაჭერითვე, დაახლოებით სამასმა „ციფრულმა მისიონერმა" გუგლის პლატფორმებზე ტურისტული ბიზნესები და ძეგლები დაიტანა. ეს ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით მათ გააციფრულეს 3,000-ზე მეტი ადგილმდებარეობა. 
  • არანაკლებ მნიშვნელოვანია USAID-ის მხარდაჭერით შექმნილი ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელიც 15 ბიზნეს ასოციაციას აერთიანებს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიიდან.

სრულად...  

წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)