en
ge

იწყება კამპანიის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - საზოგადოების სამსახურში“ მორიგი ეტაპი

იწყება კამპანიის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - საზოგადოების სამსახურში“ მორიგი ეტაპი

სამეგრელო-ზემო სვანეთი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ორგანიზაცია „ათინათი“ იწყებს კამპანიის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები - საზოგადოების სამსახურში“ მორიგ ეტაპს.

კამპანიის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა და მათ მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლება. 

მნიშვნელოვანია კიდე ერთხელ ვაგრძნობინოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი საქმიანობა მთლიანობაში მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობაზე.

დეტალებზე მოგვწერეთ მაილზე: rodonaiaivetta@gmail.com, ან დააკომენტარეთ.

კამპანია ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)