თბილისი. „უფლებები საქართველოს“ იურიდიული დახმარებით, ირანელ ბლოგერს საერთაშორისო დაცვა მიენიჭა. საქართველოში თავშესაფარს იგი 2015 წლიდან ითხოვდა.
„ბლოგერი ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებსა და მოძრაობებზე ღიად საუბრობდა მედიებთან. აქვეყნებდა სტატიებს ირანის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ წყობაზე და ამერიკასთან აქტიური თანამშრომლობის და ირანის პოლიტიკურ სისტემაში ცვლილებების განხორციელების სურვილს საჯაროდ აფიქსირებდა.
2009 წელს მას სასწავლო განყოფილება დახურეს, 2010 წელს კი უშიშროების სამსახურმა ანტი-ისლამურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დააბრალა და დააპატიმრა. ირანელმა ბლოგერმა, უძრავი ქონების გარანტიის სახით ჩადების სანაცვლოდ, საპატიმროდან თავი დაიხსნა და ქვეყანა დატოვა, რადგან შიშობდა, რომ თავისი საქმიანობის გამო, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)