თბილისი. ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით საფრანგეთის საელჩო ეწვია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს, სადაც გაიმართა შეხვედრა ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობაზე ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესებში.
ასევე განიხილეს მიმდინარე სიტუაცია ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების კუთხით.
კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გააზიარეს წარმატებული პროექტები და ინიციატივები, რომლებიც მხარს უჭერენ ძალადობაგამოვლილ ქალებს.
წყარო: გაეროს ქალთა ფონდი საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)