ა(ა)იპ-ები და მისი ფილიალები ვალდებული არიან 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. კერძოდ:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტები, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირები და მათი ფილიალები ვალდებული არიან სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან.
ახალი კანონის მიხედვით, ყველა ა(ა)იპ–ი და უცხო ქვეყნის ა(ა)იპ-ის ფილიალი ვალდებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პორტალზე შექმნას ელექტრონული მისამართი. გარდა ამისა, მოცემული სუბიექტები, ასევე ვალდებული არიან მათი სხვა სარეგისტრაციო მონაცემებიც შესაბამისობაში მოიყვანოს ახალი კანონის მოთხოვნებთან.
სუბიექტები ვალდებული არიან 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ სუბიექტს დამატებით მიეცემა 3 თვიანი ვადა. თუ სუბიექტი ამ ვადაში სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს შესაბამისობაში კანონის ახალ მოთხოვნებთან მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.
|