en
ge

14 აპრილი - დედაენის დღეა!

14 აპრილი - დედაენის დღეა!

1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას და არ დაუშვა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს საქართველოში.

მადლობა ასეთი სამოქალაქო გმირობისთვის ყველა მონაწილეს!

ქვეყნის წინაშე ჩვენი ერთ–ერთი პასუხისმგებლობაა – ხელი შევუწყოთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქართულის სწავლაში და გავუფრთხილდეთ მრავალსაუკუნოვან საგანძურს. #გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები