en
ge

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა ფონდი საქართველოში

კატო მიქელაძის სახელობის პრემია 2013 წლიდან ქალი უფლებადამცველების გამოვლენას, აღიარებასა და დაცვას ემსახურება. პრემია დააწესა "ქალთა ფონდმა საქართველოში“, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ქალთა უფლებების რეალურ განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და გამოწვევებს ეხმაურება - იქნება ეს ქალთა შრომითი თუ სექსუალური/რეპროდუქციული უფლებები, გარემოსდაცვითი სამართლიანობა თუ გენდერული თანასწორობა, ფემინისტი და ქვიარ აქტივისტების უსაფრთხოება, მათი აღიარება და მათზე ზრუნვა. 

„ფონდის დაფუძნების უპირველესი მიზანი ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერაა, მათი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისა და შესაძლებლობის ზრდის კუთხით. აქტივისტები და აქტივისტური კამპანიები არის ის ძალა, რომელიც მოქალაქეებს ზრდის, სამოქალაქო საზოგადოებას ავითარებს და სამართლიანობის შეგნებას უყალიბებს. სწორედ ასეთ აქტივიზმზე დგას დღეს ფემინისტური მოძრაობა საქართველოში. 

კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაჯილდოვების ცერემონია ყოველ წელს, 29 ნოემბერს, ქალი უფლებების დამცველების საერთაშორისო დღეს იმართება და საშუალებას აძლევს ფემინისტ აქტივისტებს ისაუბრონ თავიანთ შრომაზე, მიღწევებზე, მიზნებზე თუ საზოგადოებაში არსებულ ბარიერებსა და სირთულეებზე. როგორც ცნობილია, ფემინისტი აქტივისტები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის, ძალადობის, ცილისწამების, თავდასხმის ობიექტები და მათ ექმნებათ საფრთხე, 

როგორც პირადად, ისე კოლექტიურად. ისინი რთულ და უთანასწორო ბრძოლაში არაინ ჩართულნი, რაც სტრესისა და საკუთარი კეთილდღეობის ფასადაც უჯდებათ ხშირად - ასეთ მოცემულობაში კი, მათი დაფასება და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომაც, ეს დღე ქალი აქტივისტებისთვის საზეიმო და საყვარელ დღედ იქცა.“ 

🔗 https://www.womenfundgeorgia.org

მსგავსი პოსტები