en
ge

კვლევა: გენდერული თანასწორობის შესახებ

კვლევა: გენდერული თანასწორობის შესახებ

საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული კვლევის მეორე ანგარიში სულ ახლახანს – 9 მარტს გამოქვეყნდა (კვლევა ჩატარდა 2020 წლის შემოდგომაზე) . 

გაეროს სამი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამის, მოსახლეობის ფონდისა და ქალთა ორგანიზაციის – ინიციატივით ჩატარებული კვლევით ირკვევვა, რომ გენდერული უთანასწორობა პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა. „მიუხედავად იმისა, რომ კაცებიც და ქალებიც საოჯახო საქმიანობასა და ბავშვების მოვლას ჩვეულებრივზე მეტ დროს უთმობდნენ, ძირითადი ტვირთი მაინც ქალებზე მოდიოდა. გამოკითხული ქალების 2/3 სრულად იყო პასუხისმგებელი საოჯახო საქმიანობებზე. ამგვარმა არათანაბარმა განაწილებამ განაპირობა, რომ ბავშვებიანი ქალების უმრავლესობისთვის დატვირთვა კრიტიკულად გაიზარდა, განსაკუთრებით კი სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმში გადასვლის შემდეგ“, ნათქვამია კვლევაში. 

გამოკითხული ქალების 23%, ხოლო კაცების 17%–ი ამბობს რომ უგრძვნია ან სმენია პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის მაჩვენებლების გაზრდის შესახებ. 

კვლევა, 2021 

კვლევა, 2020

წყარო: გაეროს ქალთა ფონდი

მსგავსი პოსტები