en
ge

კატო მიქელაძე ქალთა უფლებებისა და თანასწორობის შესახებ

კატო მიქელაძე ქალთა უფლებებისა და თანასწორობის შესახებ

ჯერ კიდევ 100 წლის წინ, საქართველოში არსებობებდნენ ქალები, რომლებიც იმდროინდელი მძიმე ისტორიული კონტექსტის პირობებშიც კი იბრძოდნენ ქალთა უფლებებისა და თანასწორობისთვის. 

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია კატო მიქელაძე - ფემინისტი ქალი, პუბლიცისტი და პოეტი, რომელიც ევროპაში სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის.მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. 

კატო მიქელაძე: „არსებულ უსამართლობასთან საბრძოლველად საჭიროა ქალებისათვის არა მამაკაცების კუდში დევნა, არამედ თავიანთი ინდივიდუალურობის განვითარება, რომ პოულობდნენ სულიერ კმაყოფილებას თავიანთი პიროვნული სიმაღლით, რათა ორთავე სქესის აზროვნებისა და აქტიურობის განვითარებით შესაძლო იყოს იმ სიცარიელეს აღმოვსება, რომელიც ერთი სქესის გონებრივმა და სულიერმა მოქმედობამ წარმოშვა. და როდესაც ჩვენ უფლებებისათვის მებრძოლი ქალები მოვითხოვთ ეროვნულსა და მოქალაქეობრივ ყოველ უფლებას და ვებრძვით ქალთა ადამიანური უფლების მტრებს, ჩვენ ვებრძვით არა ადამიანს მამაკაცის სახით, არამედ იმ ტრადიციულ უსამართლობას, რომელიც მამაკაცთა უმრავლესობას შეუთვისებია და რომელსაც მიყავს ერის ნახევარი ნაწილი გონებრივ და სულიერ გამოფიტულობამდე. ჩვენ არ გვსურს ამ დუხჭირ მდგომარეობაში კვლავ დარჩენა და რაც არ უნდა მოხდეს, თავი უნდა განვითავისუფლოთ მისგან“

მსგავსი პოსტები