en
ge

როგორ დაიკარგა "აპრილი"?

როგორ დაიკარგა "აპრილი"?

ოთარ იოსელიანის ერთ–ერთი პირველი ფილმი „აპრილი“ დასრულებისთანავე საბჭოთა ცენზურის ყურადღების ქვეშ მოექცა და მაყურებელმა ფართო ეკრანზე ვერ იხილა. 

ამ ამბავს აკაკი ბაქრაძე დაწვრილებით იხსენებს თავის მოგონებებში: „ეს ფილმი ერთ პასუხისმგებელ პირს უჩვენეს, მან სევდიანი სახითა და დარდიანი თვალებით უყურა ფილმს და თქვა: ამ კინოსურათის ჩვენება არ შეიძლება, იგი მიმართულია ავეჯის შეძენის წინააღმდეგ“... 

• რა შუაშია ავეჯი?

ფილმის გმირები, ახალგაზრდა ცოლ–ქმარი მეზობლების შემხედვარე, იწყებენ ავეჯის შეძენას, სახლი არასაჭირო ნივთებით ივსება, თანაც ისე რომ მათ პატარა ბინაში გადაადგილება და ერთმანეთის დანახვაც კი ჭირს. ფილმის გმირები გამოსავალს არასაჭირო ავეჯის თავიდან მოცილებაში პოულობენ – გამოაღებენ ფანჯარას და ავეჯს ეზოში ყრიან. ამით გმირები თავისუფლებასა და დაკარგულ სილაღეს იბრუნებენ. 

• რა მოხდა შემდგომ? 

ცენზურამ ფილმში მხოლოდ ის დაინახა, რომ გმირები ავეჯს ყრიან და ეს ავეჯის მწარმოებელი მუშაკების შრომის უპატივცემულობად მიიჩნია. 

„უმეცარი ადამიანების ჩარევამ დაღუპა „აპრილი“. ვინ აგებს... პასუხს „აპრილზე“? ... კინოსტუდიაში მთელი ფილმი გაქრა და ვითომც არაფერი მომხდარა“, – იხსენებს აკაკი ბაქრაძე. • ფილმის აღდგენამდე „აპრილი“ არავის უნახავს. 

ოთარ იოსელიანი ერთ–ერთია იმ რეჟისორთა შორის, რომლის ფილმებიც საბჭოთა რეჟიმის დროს ზეწოლას განიცდიდნენ. „გიორგობისთვეს“, „იყო შაშვი მგალობელის“, „პასტორალის“ ... რეჟისორს საქართველოს დატოვება მაინც მოუწია, თუმცა ბევრი იბრძოლა, რომ ავტორიტარიზმის დროს კინოენა თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებად ექცია. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები