„ეს სამყარო ჩვენია, სახელმწიფოც ჩვენ ვართ და უნდა შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ!“ – ამბობს მარია, რომელმაც ქობულეთის სოფელ ბუკნარში ცვლილებები წამოიწყო.
ბავშვობაში ბუკნარი სუფთა, გამწვანებულ, ბედნიერ, მეგობრულ და აქტიურ სოფლად ახსოვს. მის მეხსიერებაში აღბეჭდილია ბავშვების მხიარული ყიჟინა, თამაშები, სხვადასხვა შეკრებები და ერთმანეთის დახმარების მაგალითები.
„პატარა სოფელს უამრავი ტრადიცია ჰქონდა, ერთმანეთის მიმართ ყველა მეგობრულად იყო განწყობილი. უცხოეთიდან დაბრუნებულს დამხვდა სრულიად უცხო სოფელი, ახალი თაობა, რომელიც არ იცნობდა ერთმანეთს.“
პანდემიამ როცა სახლებში გამოგვკეტა, მარიამ საკუთარი ეზოს მოვლა–გამწვანება წამოიწყო. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ სოფელში, წლების განმავლობაში, დიდი რაოდენობით ნაგავი იყო დაგროვილი. რაც გარემოს აბინძურებდა და ბუკნარის ულამაზეს ბუნებას ხიბლს სრულიად უკარგავდა. მცდელობა არ დაუკლია და საკუთარი თუ დასუფთავების სამსახურის რესურსით ნაგვის გატანა დაიწყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
პრობლემის მოსაგვარებლად მარიამ სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნა და თანასოფლელები შემოიკრიბა და ასე დაიწყო ერთობლივი აქტივიზმი. თავიდან მცირე თანამოაზრეებით შეუდგნენ საქმეს, მაგალითის შემდეგ მათ, ბევრი თანასოფლელი შეუერთდა.
ერთობლივად კი უამრავი რამ შეძლეს – გაამწვანეს სოფელი: დარგეს 80 პალმა და სხვადასხვა ჯიშის ხეხილი, მცენარეები, დადგეს საქანელები, სოფელში ყველასთვის ცნობილ დალაქს შეუკეთს სალონი. მათ ბევრი გეგმა აქვთ – ერთ–ერთია ბუკნარის ევროპულ, გავინთარებულ, ეკოლოგიურად სუფთა ტურისტულ ადგილად გარდაქმნა. მათ სჯერათ რომ ერთობლივი ძალისხმევით ამასაც შეძლებენ...
ეს არის ერთი ადამიანის აქტივობის ისტორია, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად შეცვალა სოფლის ცხოვრება. გახდი აქტიური, შეცვალე გარემო, რადგან #ესქვეყანაშენია