en
ge

ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

ხის ფოთლები თავიანთი ხელის ანაბეჭდისგან შექმნეს და ასე ააწყეს სურვილების ხე. ფოთლების შექმნისას წარმოსახვა და ფანტაზია მოიშველიეს, შემოდგომის განწყობებზე ისაუბრეს – აქტივობა „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ყველა ბენეფიციარისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

25 წლის წინათ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ დააფუძნეს. ერთობლივად დაიწყეს შვილების კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რამაც შესაძლებლობა მისცათ სხვა ბევრი მშობლის, მოზარდის, ბავშვის ცხოვრება შეეცვალათ. ორგანიზაციის დაარსებისა და ახლაც, მუშაობის მოტივაცია იგივეა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელეს, ამჟამად საბაზისო განათლების განვითარების პროექტის ფარგლებში, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ინკლუზიური განათლების მიმართულებით მუშაობენ, რაც მასწავლებელთა გადამზადებასაც ითვალისწინებს. თბილისში მოქმედი დღის ცენტრის გარდა, ორგანიზაცია უახლოეს მომავალში მარნეულშიც გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დღის ცენტრის შექმნას.

არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლები თვლიან, რომ საქმის წარმატებულად კეთების საზომია – გულწრფელობა, სიყვარული იმ ადამიანების, რომელთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შექმნეს ორგანიზაცია, შესაბამისად იმ საქმის სიყვარული, რომელსაც მრავალი წელია აკეთებენ. ასევე ის, რომ არსებულ პრობლემებს არა მხოლოდ მშობლის, არამედ პროფესიული კუთხიდანაც უყურებენ.

მსგავსი პოსტები