en
ge

დაიცავი არასრულწლოვანები კიბერბულინგისგან

დაიცავი არასრულწლოვანები კიბერბულინგისგან

დღესდღეობით სოციალური ქსელები, ონლაინ თამაშები და აპლიკაციები კომუნიკაციის მთავარი საშუალებებია. ისევე როგორც მედალს, სოცქსელებსაც ორი მხარე აქვს დადებითი და საფრთხის შემცველი. ერთ–ერთი ასეთი საფრთხე – კიბერბულინგია.

კიბერბულინგი ბულინგის სახეობაა, რომელიც ხორციელდება ონლაინ სივრცეში შეურაცხმყოფელი, აგრესიული, მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების ან კომენტარის სახით.

არასრულწლოვანებში ონლაინ პლატფორმები (Facebook, Instagram, YouTube, TikTok) პოპულარობით სარგებლოს. გაუფრთხილებლობით ან ყურადღების მოდუნებით შესაძლოა სოცქსელებში მათი პერსონალური მონაცემები დაგროვდეს. მომხმარებლებმა გაუცნობიერებლად, შესაძლოა თავად გააზიარონ პირადი მონაცემები – მისამართი, ელ–ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა პირადი სახის ინფორმაცია. რაც ბულერმა შეიძლება კიბერბულინგისთვის გამოიყენოს.

კიბერბულინგის თავიდან ასაცილებლად, დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების ელექტრონული მოწყობილობები. გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები და კონფიდენციალურობის პარამეტრსი

სიფრთხილით მოეკიდეთ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას, არ გააზიროთ პაროლები, გახსენით მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული დოკუმენტები. ყურადღება მიაქციეთ ვის უმეგობრდებით სოცქსელებში.

დაიცავი არასრულწლოვნები კიბერბულინგისგან და #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია.

მსგავსი პოსტები