მსოფლიოში დათვების 8 სახეობა ბინადრობს, აქედან ხუთი სახეობის რიცხოვნობა მცირდება. რიცხოვნობის შემცირების მიზეზებიდან ერთ–ერთი ბრაკონიერობაა.საქართველოში ძირითადად მურა დათვი გვხვდება, რომელიც წითელ წიგნში არის შეტანილი.
„ზოოლოგიურ ცენტრში“ მყოფი მურა დათვები და რუხი მგლები, ერთ დროს ველურ ბუნებაში დაიბადნენ ეხლა კი ცენტრის თავშესაფარში ბინადრობენ. აქ მოხვედრამდე თითოეულს თავისი მძიმე ისტორია აქვს – ბრაკონიერების მიერ ობლობა, ბუნებრივ გარემოს მოწყვეტა, ზოგ შემთხვევაში ვოლიერში დამწყვდევა ან ჯაჭვით დაბმა.
„ჩვენთან მოხვედრილი დათვები და მგლები ძირითადად ჰყავდათ დატყვევებული რესტორნებში, კერძო სასტუმროებში, რომელთაც წლების განმავლობაში გასართობად იყენებდნენ“, ამბობენ ზოოლოგიურ ცენტრში.
ცენტრი 2010 წელს დაარსდა გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადასარჩენდა, მათი პირველი ბინადრებიც გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის მიერ სხვადასხვა ობიექტებისთვის ჩამორთმეული უნიკალური ცხოველები გახდნენ.
არაბუნებრივ გარემოში გაზრდილი დათვების და მგლების ველურ ბუნებაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია, რადგან მათ არ იციან ნადირობა და დამოუკიდებლად საკვების მოპოვება. ამიტომ, გაშვების შემთხვევაში, დიდი შანსია დასახლებულ ადგილებში გამოჩნდნენ, ამის გამო მათი გაშვება ბუნებაში აკრძალულია, ამბობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ცხოველებს შეუქმნან ნახევრად ბუნებრივი პირობები, თუმცა ეს ფინანსებთან და საზოგადოების მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული.
ბრაკონიერობა ცუდია!!! ნუ გაწირავთ ცხოველებს!!!