en
ge

დავით სარაჯიშვილი – პირველი ევროპული ტიპის მრეწველი

დავით სარაჯიშვილი – პირველი ევროპული ტიპის მრეწველი


#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია

რას ნიშნავს თქვენთვის ტერმინები ‘ქართველობა’ და ‘ევროპელობა’ და თქვენი აზრით, რა გვაერთიანებს?

გვინდა, მაგალითად დავით სარაჯიშვილი მოვიყვანოთ - პირველი ევროპული ტიპის მრეწველი, რომელმაც საფრანგეთში სწავლის შემდეგ საქართველოში კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია დაამკვიდრა.

სარაჯიშვილის ფირმის ნაწარმი მალე გაიცნეს და აღიარეს პარიზში, ლონდონში,ბერლინში, ვენაში, ჟენევაში.

‘შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურმარილი ევროპულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს. ამ პიროვნებაში სამაგალითოდ იყო შეზავებული საქებარი ქართველობა და საქებარი ევროპელობა. ჩვენი გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს - როცა თითოეული ჩვენთაგანი ისწავლის ევროპულ საქმიანობას და თან თავის ნაციონალურ ხასიათს არ დაჰკარგავს." (ნ. ჟორდანია)

საინტერესოა, რომ სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო თავის საწარმოებში 8 საათიანი სამუშაო დღე, 9 საათიანი სამუშაოს მოთხოვნის საპასუხოდ. დააწესა ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, ქარხნის მუშებისთვის გახსნა სასადილო, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკა. მისი ანდერძის მიხედვით, ქარხნებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი მუშების კეთილდღეობისთვის გასცეს.

ასევე, აღსანიშნავია მისი დაარსებული კომიტეტი, რომელსაც ევალებოდა ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი სწავლის საზღვარგარეთ დაფინანსება.


მსგავსი პოსტები